10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ლაგოდეხის მომსახურების ცენტრს
21-ე საუკუნეში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მათი მოვლა-მოყვანის პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენება უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისგან მცენარის დაცვა ყოველწლიურ დანაკარგს ამცირებს, რაც პირდაპირ აისახება როგორც მიმდინარე წლის მოსავლიანობაზე, ასევე კულტურის მომავალი წლის პოტენციალზეც.
კომპანია ,,აგრონომი“ 20 წელია საქართველოს ბაზარს მცენარეთა დაცვის საშუალებებით, მინერალური სასუქებით და უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალით ამარაგებს. კომპანია 11 ფილიალის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს უკავშირდება და მათ მსოფლიო სტანდარტებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.
ლაგოდეხში, სოფელ ბოლოკიანში, აგრონომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია წარმოდგენილი, რომელიც ათეულობით წელია კახეთის რეგიონში მეურნეებს წარმატებით ემსახურება. ფერმერთა მომსახურების ცენრში მოქმედებს მინი ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც პროფესიონალი აგრო კონსულტანტები აკვირდებიან ნიადაგს, მავნებლების/დაავადებების გავრცელების დინამიკას და საჭირო პრეპარატების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებლებს. ჩვენი პროფესიონალები სამეურნეო ფართობებს ადგილზეც შეისწავლიან და ყოველთვის გამოთქვამენ მზადყოფნას ფერმერთათვის ეფექტური მომსახურების გასაწევად.
არსებობს 10 ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ლაგოდეხის მომსახურების ცენტრს აუცილებლად უნდა ეწვიოთ:
1. მცენარეთა დაცვის საშუალებების ყველაზე ფართო ასორტიმენტი;
2.საბაზრო პირობების გათვალისწინებით, ყველაზე ხელსაყრელი ფასები;
3. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი;
4.პროფესიონალი აგრო კონსულტანტების რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა;
5.მცენარის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა;
6.სამეურნეო ფართობების ნიადაგის ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა;
7.მცენარეთა დაცვის საშუალებების განვადებით შეძენის შესაძლებლობა;
8.ცალკეული კულტურისთვის შესაფერისი პროგრამის შედგენა და საჭირო პრეპარატებით მომარაგება;
9.ექსკლუზიურად აგრონომის ერთგული ფერმერებისთვის, ჰოლანდიური წარმოების სათესლე მასალის სრულყოფილი ასორტიმენტი;
10.მოსავლიანობის ამაღლების კუთხით ყოველდღიური, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა;
კომპანია ,,აგრონომი“ ფერმერთა წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე კონცენტრირდება, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროში მრავალწლიანი, აქტიური მუშაობით მიღებული წარმატებული შედეგებით დასტურდება.
,,აგრონომი" მცენარეთა დაცვის საშუალებების უმსხვლესი იმპორტიორია, რომელიც საქართველოს
იხილეთ ვრცლადPhosAgro ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ფოსფატზე დაფუძნებული სასუქების ერთ-ერთი
იხილეთ ვრცლადდღესდღეობით, ,,აგრონომის" მომსახურების ცენტრებში მნიშვნელოვანი სიახლეა. კომპანიის მიერ, ევროპისა და აზიის
იხილეთ ვრცლად